პროექტის სახელი:ენერგოეფექტურობა ყოფაცხოვრებაში
პროექტის მოკლეაღწერა: მოსწავლეებმა უნდა გააცნობიეროს ყოველდღიურცხოვრებაში ენერგიის გამოყენების როლი და დასახონ მისი დაზოგვის გზები.
პროექტის სრული აღწერა:ენერგეტიკული და ეკონომიური დაზოგვების მისაღწევად უპირველეს ყოვლისა მოსწავლემ უნდა ჩაატაროს შემდეგი დაკვირვებები:
.დაათვალიერონ თავიანთისახლის კედლები,ფანჯრები,კარებები და დააკვირდნენ დაზიანებებს,საიდანაც შესაძლებელია სითბოს გადინება ანუ ცივი ჰაერის შემოსვლა(ზამთრის პერიოდში).
.დააკვირდნენ როგორი განათების სისტემები აქვთ.
.როგორი გამათბობლები აქვთ,რა რაოდენობის შეშა,გაზი,ელექტროენერგიას ხარჯავენ.
.დაითვალონ თავიანთი ბიუჯეტი და გაიანგარიშონრა თანხა ეხარჯებათ გადასახადებში.
ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვისათვის უნდა იმსჯელონ როგორ აღმოფხვრან პრობლემები.
პირველ რიგში უნდა იზრუნონ ბინის თბოიზოლაციაზე,დათბუნონ კედლები,კარ–ფანჯრები,ჭერი,იატაკიდა საკვამური.შემდეგ დააკვირდნენ გათბობის სისტემებს.მხედველობაში უნდა ჰქონდეთ,რომ ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვით იქმნება კომფორტი ნაკლები დანახარჯებით და მცირდება გარემოსადმი მიყენებული ზიანი.თუკი გამატბობელი რესურსი არის შეშა.ჩვენს ქვეყანაში შეშა ლიმიტირებული ენერგორესურსია,რომელიც სწრაფად მცირდება.შეშის დაზოგვის მიზნით სასურველია მომხმარებელმა აირჩიოს მაღალეფექტური ღუმელები.
ღუმელის შერჩევის დროს არ არის საკმარისი მხოლოდ ეფექტურობის გათვალისწინება.დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მის უსაფრთხოებას.ბავშვებმა უნდა გამოიტანონ დაკვირვების და ანგარიშის შედეგად დასკვნა,რომ ელექტროენერგიით გათბობა ბუნებრივ გაზით გათბობასთან შედარებით უფრო ძვირია.ამასთან კუსტარულად დამზადებული ღია სპირალის ელექტრომოწყობილობა ხანძარსაშიშია.
ყურადღება უნდა მიაქციონცხელწყალმომარაგების საკითხსაც.ამ შემთხვევაში დასკვნა მოსწავლეების მიერ კეთდება დაკვირვებით.გაზზე მომუშავე წყალგამაცხელებლები უფრო ეკონომიურია,ვიდრე ელექტრო ენერგიაზე მომუშავე.ზაფხულში კი შეიძლება უფასოდაც მიიღონ თუ სახლის სახურავზე მზის კოლექტორებს დაამონტაჟებენ.
ბავშვებმა უნდა იმსჯელონ განათების სისტემაში ცვლილებების შეტანაზე.განათების სისტემების ახალ ტექნოლოგიებს შეუძლიათ ელექტროენერგიის მოხმარება50–75%–ით შეამციროს.ასეთ ტექნოლოგიებს მიეკუთნება(ენერგოდამზოგი) ნათურები.
უნდა დავადგინოთ საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობები კერძოდ მაცივრები,რომელი უფრო ენერგოეკონომიურია რომელიც 2001 წლამდეა გამოშვებული თუ მის შემდეგ.დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგომოხმარების თვალსაზრისით სად მოვათავსებთ მაცივარს.აუცილებელია მაცივრის მოთავსება სითბოს გამომცემი წყაროებიდან მოშორებით.
უნდა გააკეთონ დასკვნა მოსწავლეებმა რომელია უკეთესი A კლასის სარეცხი მანქანა თუ G კლასის,რომლებიც თავისი ტექნოლოგიურობის გამო ელექტროენერგიას სხვადასხვანაირად მოიხმარენ. ტელევიზორების სიმძლავრე დაბალია,მაგრამ გამოყენების სიხშირე დიდი.ამიტომ უნდა რომ მოლოდინის რეჟიმში (ეკრანზე გამოსახულების გარეშე და ანთებული მართვის სისტემით) მოიხმარს ნორმალური მუშაობისას საჭირო ენერგიის 15%–ს.ამიტომ ღამით ან სახლიდან გასვლისას გამორთეთ ქსელიდან.
უნდა გაითვალიწინონ ელექტრომოწყობილობის ყიდვისას ორი რამ
.ნივთის შესყიდვის ფასი
.მისი ექსპლოატაციის პერიოდში მოხმარებული ენერგიის ღირებულება.ახსოვდეთ,რომ ნივთის შესყიდვისას ღირებულებას იხდი ერთხელ,ხოლო მოხმარებული ენერგიის ფასს ყოველთვიურად.ამიტომ აუცილებლად უნდა გაეცნონ ენერგეტიკულ იარლიყს.როდესაც შეიძენენ საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობებს.
თუ გაატარებენ ცხოვრებაში ენერგოეფექტურ ღონისძიებებს მიიღებენ სასურველ შედეგს.
მოსწავლეთა ასაკი:15–17წელი.მე–10–12 კლასელები.
ვადები:3თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:სახელმძღვანელოში არსებული ინფორმაციის შესწავლა.დამხმარე ლიტერატურის მოძიება,ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით.პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები:
.მოსწავლეები ისწავლიან,რომ ენერგოეფექტურობა ანუ ენერგიის დაზოგვა ნიშნავს არა მარტო საცხოვრებელში კომფორტის გაუმჯობესებას,არამედ მათი ოჯახების გადასახადებისა და გარემოზე მავნე ზემოქმედებების შემცირებასაც.
.მოსწავლეები გაარკვევენ თუ რომელი ენერგოეფექტური ღონისძიებების დანარგვით შეძლებენ ენერგიისა და შესაბამისად ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვას.
სარგებელი სხვებისთვის:ფართო მასების დაინტერესება ენერგოეფექტურობით ყოფაცხოვრებაში
სამუშაო ენა:ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქიმია,მათემატიკა
ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღნიშნულია .
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
იკვლევს და ითვლის ოჯახურ პირობებში გახარჯული სხვადასხვა სახის ენერგიის ღირებულებას,ადარებს მათ.განსაზღვრავს პრიორიტეტულს და მსჯელობს დაზოგვის გზებზე.
პროექტის ფასილიტატორი:ნანა კოხრეიძე
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა:nanakoxreidze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:nanakoxreidze.blogspot.com